რანგნიკის დებიუტი "იუნაიტედში" კიდევ უფრო დაგვიანდება - ESPN FC

რანგნიკის დებიუტი "იუნაიტედში" კიდევ უფრო დაგვიანდება - ESPN FC

როგორც მეორე დონის წყარო ESPN FC იუწყება, რალფ რანგნიკს პრობლემები აქვს ინგლისში სამუშაო ვიზის მიღებასთან დაკავშირებით.

წყაროს ცნობით გერმანელ სპეციალისტს უახლოეს მომავალში გუნდის ჩაბარება გაუჭირდება და შეიძლება მოცდა დეკემბრის შუა რიცხვებამდე მოუწიოს.

იმის გამო, რომ რანგნიკს ბოლო ორი წლის განმავლობაში არცერთ გუნდში არ უმუშავია მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, პირდაპირ ვერ იღებს სამუშაო ვიზას.

შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს 00:15 წუთზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალს" დაუპირისპირდება, სადაც გუნდს მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს.

1 თვის წინ
217 / 0
Giorgi
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ