2020 წელს "მანჩესტერი" საოცარი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოს იყო

2020 წელს "მანჩესტერი" საოცარი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოს იყო

Telegraph-თან ინტერვიუში "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთმა ყველზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა ჯეკ გრილიშმა 2020 წელი გიახსენა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

"იუნაიტედში გადასვლასთან მართლაც რომ ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ბოლოს არაფერი მოხდა.

წინა სასეზონო პერიოდში იუნაიტედის წინააღმდეგ ვითამაშე და ამის შემდეგ, თასის მატჩი უნდა გამომეტოვებინა, რადგანაც ტრანფერის დახურვამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი.

ჩვენ ყველა ვთანხმდებოდით, რომ 100 მილიონი ყველასთვის მომგებიანი ფასი იქნებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ვერ შედგა."- განაცხადა გრილიშმა.

2020 წლის ზაფხულში "მანჩესტერმა" უარი განაცხადა "ასტონ ვილასთვის" გრილიშის სანაცვლოდ 100 მილიონის გადახდაზე და ნიდერლანდელი დონი ვან დე ბეეკი შეიძინა.

1 თვის წინ
217 / 0
Giorgi
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ