"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონის ბოლომდე გამოსავალი იპოვა და გუნდი გამოცდილ სპეციალისტს რალფ რანგნიკს ჩააბარა, მაგრამ საინტერესოა ვინ ჩაიბარებს გუნდს 2020 წლის ზაფხულში.
როგორც Telegraph იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ძალიან გამოცდილ და წარმატებულ მწვრთნელს განიხილავს.
საუბარია რობერტო მანჩინიზე, რომელიც ახლა იტალიის ნაკრებს მეთაურობს და გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.
მანჩინის კანდიდატურა ძალიან რეალური გახდება იმ შემთხვევაში, თუ იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ვერ მოახერხებს.