"არსენალთან" გასამართი მატჩის წინ, მაიკლ კერიკმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
ჟურნალისტებმა მას კრიშტიანუ რონალდუს "ჩელსისთან" მატჩისთვის სათადარიგოთა სკამზე დატოვებაზეც ჰკითხეს, რაზეც კერიკმა ასე უპასუხა.
"ასეთი გადაწყვეტილებები კლუბს გარეთ უფრო ფეთდება, ვიდრე შიგნით. გადაწყვეტილებებს ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ვიღებთ.
არ ვთვლი, რომ რონალდუს სკამზე დატოვება დიდი გადაწყვეტილებგა იყო. მატჩი კარგად წავიდა და ეს დრამა არ ყოფილა", - დასძინა მაიკლმა.
სავარაუდოა, რომ რონალდუ "მეთოფეებთან" მატჩს სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყებს.