ახალი ოფიციალური ცნობა რაფაელ ვარანის მდგომარეობის შესახებ

ახალი ოფიციალური ცნობა რაფაელ ვარანის მდგომარეობის შესახებ

"ატალანტასთან" მიღებული დაზიანების შემდეგ, რაფაელ ვარანი "მანჩესტერ იუნაიტედს" ვერ ეხმარება და ფრანგ მცველს კიდევ გაუცდება დრო.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რეაბილიტაციის პერიოდი კარგად მიმდინარეობს და რაფა მწვანე მინდორს დაუბრუნდა.

ვარანი კარინგტონზე სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზად არ არის.

გამოცდილი ფეხბურთელი გამოტოვებს მომდევნო 2 მატჩსაც, "არსენალისა" და "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ.

სავარაუდოა, რომ მსოფლიო ჩემპიონი სწორედ ამის შემდეგ დაუბრუნდება გუნდს.

1 თვის წინ
300 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ