"სიტის" და "ლიდსის" ფანებისთვის საძულველი მოთამაშე - გაიცანით ჩარლი მაკნილი

"სიტის" და "ლიდსის" ფანებისთვის საძულველი მოთამაშე - გაიცანით ჩარლი მაკნილი

ჩარლი მაკნილი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და "მანჩესტერ იუნაიტედის" 23-წლამდელთა გუნდში ამ სეზონში დაწინაურდა, თუმცა ქომაგები მას უკვე კარგად იცნობენ და მეტიც, ახალგაზრდა ფორვარდმა "წითელ ეშმაკებს" თავი შეაყვარა.

ჩარლიმ კარიერა "იუნაიტედის" აკადემიაში დაიწყო, თუმცა 2014 წელს "მანჩესტერ სიტის" შეუერთდა, სადაც 6 წელი გაატარა და ამ პერიოდში 600 გოლზე მეტი გაიტანა.

2020 წლის ზაფხულში, "იუნაიტედმა" მაკნილი უკან დაიბრუნა და მის სანაცვლოდ დაახლოებით 750,000 ფუნტი გადაიხადა. მანჩესტერის ნათელ მხარეში დაბრუნების შემდეგ ინგლისელის კარიერაში დიდი ეტაპი დაიწყო.

მაკნილს უამრავი გოლი გააქვს და გასაოცარ ციფრებსაც აფიქსირებს, თუმცა მან ფანებს თავი შეაყვარა განსაკუთრებული ჟესტების გამო. 

ჯერ "ლიდსთან" მატჩი უნდა გავიხსენოთ, სადაც მაკნილმა მეკარეს პანენკა პენალტი გაუტანა, შემდეგ კი ფორტნაიტის ცნობილი აღნიშვნა შეასრულა - "Take the L".

ამის შემდეგ, "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი მაკნილმა ქომაგებს განსაკუთრებით შეაყვარა თავი და დიდი პოპულარობა მოიპოვა.

მე-11 წუთზე, ჩარლიმ ყოფილი გუნდი კარი აიღო, გაიქცა ფოტოგრაფებისკენ და "იუნაიტედის" ლოგოს რამდენიმეჯერ აკოცა. მაკნილმა ერთი გოლი არ იკმარა, ჰეთ-თრიქი გაიფორმა და "სიტი" 4-2 დაამარცხა.

როგორც ხედავთ, ჩარლიმ უკვე გაამწარა "იუნაიტედის" ორი მტერი, "ლიდსის" და "სიტის" სახით, სიაში კი კიდევ ერთი გუნდია - "ლივერპული".

"ჩვენ ვეცდებით ტურნირის მოგებას. შემდეგ ეტაპზე ლივერპულთან მოგვიწევს თამაში, თუ ისინი მოიგებენ. ეს დერბია და წინ გასაოცარი შეხვედრა გველის. კარგი იქნება, თუ მათ დავამარცხებთ და ვაჩვენებთ, რომ ჩვენ მათზე დიდი გუნდი ვართ", - სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა მაკნილმა ახალგაზრდულ ასოციაციის თასზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

მაკნილმა ხასიათი "სკანტპორთან" მატჩისასაც გამოავლინა, სადაც გოლის გატანის შემდეგ მეტოქე გუნდის ქომაგებს აჩუმებდა, მინდვრის დატოვებისას მიღებულ შეურაცხყოფას და სტვენას კი ტაბლოზე გაშვერილი თითით უპასუხა - 4-2.

გუნდში დაბრუნების შემდეგ, მაკნილმა 43 მატჩი ჩაატარა ასაკობრივ გუნდებში და მის ანგარიშზე უკვე 32 გატანილი გოლია, 9 საგოლე გადაცემასთან ერთად.

მოსალოდნელია, რომ თავზეხელაღებულ ახალგაზრდას სულ მალე ვიხილავთ მთავარ გუნდშიც.

2 თვის წინ
1112 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელ ადგილზე დაასრულებს გუნდი მომდევნო სეზონს?

პირველი
მეორე
მესამე
მეოთხე
მეხუთე
სხვა
სულ პასუხები: 55
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ