კინო, რომელიც უკვე ვნახეთ - ლუკაკუს საშინელი ქცევა "იუნაიტედში" ყოფნის დროს

კინო, რომელიც უკვე ვნახეთ - ლუკაკუს საშინელი ქცევა "იუნაიტედში" ყოფნის დროს

"თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჩელსიში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილო ვარ", - რომელუ ლუკაკუმ ეს ფრაზა რამდენიმე დღის წინ თქვა, მას შემდეგ კი სიტუაცია დაიძაბა და ბელგიელი ვარსკვლავი "ჩელსის" განაცხადს მიღმაც დარჩა.

"ტუხელმა სხვა სისტემით თამაში გადაწყვიტა, თუმცა არ დავნებდები, რადგან პროფესიონალი ვარ. სიტუაციით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ახლა დანებება არ შეიძლება", - დაამატა რომელუმ Sky Sports-თან საუბრისას.

ამასთან ერთად, ლუკაკუმ "ინტერში" დაბრუნებაც ისურვა, თუმცა იტალიიდან შეუთვალეს, რომ მას მილანში აღარ ელიან და ჯუზეპე მეაცაზე უკვე დაივიწყეს მისი არსებობა.

ლუკაკუ აღარც მიწის არის და აღარც ცის - "ინტერში" არ იღებენ, "ჩელსიში" კი ყველა გააბრაზა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბელგიელი ასე იქცევა.

ჯერ კიდევ "ევერტონში" ყოფნის დროს, ლუკაკუმ ღიად განაცხადა, რომ ის გუნდში დარჩენას არ აპირებდა და მედიასთან საუბრისას მერსესაიდელებს კრიტიკას არ აკლებდა. რომელუმ იგივე გააგრძელა "მანჩესტერ იუნაიტედშიც", სადაც ასე საუბარი არ მოუთმინეს და ქომაგებისგან დიდი წყრომაც დაიმსახურა.

2018 წელი, ოქტომბერი

"იტალიაში გადასვლა? რატომაც არა, იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება", - 888sport-თან საუბრისას, "იუნაიტედში" 1 წლის წინ გადასულმა ლუკაკუმ ასეთი კომენტარი გააკეთა და მედიას საუბრის საშუალება მისცა, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო.

2019 წელი, აგვისტო

სეზონის სტარტი ახლოვდებოდა, ლუკაკუ ამერიკაში ისვენებდა და ერთ-ერთ პოდკასტსაც ესტუმრა, რომლის წამყვანიც NBA-ს მოთამაშე, ჯოშ ჰარტი იყო. რომელუმ ისაუბრა განვლილ კარიერაზე და მის იმ დროინდელ სიტუაციაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცუდ სტილში გააკეთა.

"მანჩესტერ იუნაიტედში ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ცუდად, მაგრამ მათ დამნაშავე სჭირდებათ და ყველაფერს მე მაბრალებენ.

ჯერ კიდევ აქ ვარ, მაგრამ რაღაც მომენტში გუნდიდან წავალ, რაიმე სხხვას გავაკეთებ. ამ გუნდს დიდი ტალანტი აქვს, მაგრამ მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი გუნდის ასაშენებლად.

ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ არ შემიძლია ვიყო ამ გუნდის ნაწილი. თუ ასეა, მაშინ შეგვიძლია ჩვენი გზები გავყოთ. ბევრი ისეთი რამ ითქვა, რის შემდეგაც თავს დაცულად ვერ ვგრძნობდი. მედიაში წერენ - რომი აქ მიდის, რომი იქ მიდის, მათ გასაჩუმებლად კი არავინ არაფერს აკეთებს", - თქვა ლუკაკუმ.

შესაძლოა, რომ რომელუს სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ გუნდის კრიტიკა და შიდა სამზარეულოს ყველასთვის გაღება სწორი საქციელი ნამდვილად არ არის.

ამასთან ერთად, ბელგიელს უარეს ამბავშიც ადანაშაულებენ - "იუნაიტედში" ფიქრობენ, რომ რომელუ გუნდის შიდა ინფორმაციას მედიას უზიარებდა, რამაც კლუბის იმიჯს დარტყმა მიაყენა. დამატებით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემები წერდნენ, რომ ლუკაკუ ვარჯიშზე განზრახ ეუხეშებოდა მოთამაშეებს და არაპროფესიონალურად იქცეოდა.

მოკლედ, ჩვენ ეს კინო უკვე ვნახეთ, რომელუს კარგად ვიცნობთ და ერთი რამ ცხადია - ის მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს.

2 კვირის წინ
323 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ