რონალდუს 5 ფავორიტი თანაგუნდელი - ვინ მოხვდა პორტუგალიელის სიაში

რონალდუს 5 ფავორიტი თანაგუნდელი - ვინ მოხვდა პორტუგალიელის სიაში

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ კრიშტიანუ რონალდუმ 5 ფავორიტი თანაგუნდელი დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სიის სათავეში ბრაზილიელი მარსელოა, რომელთანაც რონალდუს ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდა, სრული ხუთეული კი ასეთია:

5. იანიკ ჯალო

ბევრისთვის ეს სახელი არაფერს ნიშნავს, თუმცა „სპორტინგში“ ყოფნისას კრიშტიანუ მისი საკმაოდ ახლო მეგობარი გახლდათ.

4. ნანი

რონალდუსა და ნანის გზები არამარტო პორტუგალიის ნაკრებში, არამედ „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ გადაკვეთილა, რამაც მათ ურთიერთობაზე დიდი გავლენა მოახდინა.

3. უეინ რუნი

უეინ რუნი და რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ უძლიერეს დუეტს ქმნიდნენ, პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო წყვილი.

2. პეპე

ლუიშ ნანის მსგავსად, პეპე და რონალდუ ერთმანეთის თანაგუნდელები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებსა და მადრიდის „რეალში“ იყვნენ, სადაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

1. მარსელო

ცნობილი ფაქტია, რომ მარსელო და კრიშტიანუ "ბლანკოსში" საუკეთესო მეგობრები იყვნენ, რაზეც მედიასთანაც არაერთხელ უსაუბრიათ.

1 კვირის წინ
3119 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ