რატომ არ არის რონალდუ განაცხადში - რანგნიკმა კითხვას უპასუხა

რატომ არ არის რონალდუ განაცხადში - რანგნიკმა კითხვას უპასუხა

ასოციაციის თასის მესამე რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქე "ასტონ ვილა" არის, მატჩის დაწყებამდე კი სულ ცოტა დრო რჩება.

უკვე ცნობილია ძირითადი შემადგენლობები და აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუ საერთოდ განაცხადშიც არ არის, რაზეც რალფ რანგნიკსაც ჰკითხეს.

გერმანელი სპეციალისტის თქმით, რამდენიმე მოთამაშეს კუნთის მცირე დაზიანება აქვს, რის გამოც ისინი დღეს ვერ ითამაშებენ, მათ შორის არის რონალდუც.

"გუშინ, ვარჯიშამდე კრიშტიანუს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მცირე ტკივილები აწუხებდა.

საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა თასის მატჩში, რომელიც, შესაძლოა, 120 წუთიც კი გაგრძელდეს", - დასძინა რალფმა.

1 კვირის წინ
1589 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ