ეს არის გავლენა! - "იუნაიტედის" მოთამაშემ რონალდუს დახმარება სთხოვა

ეს არის გავლენა! - "იუნაიტედის" მოთამაშემ რონალდუს დახმარება სთხოვა

ზედმეტი საუბარი არ არის საჭირო იმაზე, რომ კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია, თუ საუკეთესო არა.

პორტუგალიელი ვარსკვლავი ყველაზე მეტს მუშაობს საკუთარ თავზე და უკვე ძალიან დიდი ხანია, ის უმაღლეს დონეზეა.

აქედან გამომდინარე, რონალდუსგან მიღებული რჩევა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან ძვირფასი უნდა იყოს, ასეთი რჩევა კი მარკუს რეშფორდსაც სჭირდება.

The Telegraph-ის ინფორმაციით, რეშფორდი თავისი სათამაშო ფორმით უკმაყოფილოა, რის გამოც ბევრად მეტს ვარჯიშობს და გუნდის ბაზაზე დღეში დაახლოებით 12 საათს ატარებს.

ამასთან ერთად, ახალგაზრდა ინგლისელმა დახმარება რონალდუსაც სთხოვა. რეშფორდს ახალი დიეტის შედგენა სურს, რათა კუნთოვანი მასა მოიმატოს და ფიზიკურად უფრო გაძლიერდეს, კრიშტიანუზე კარგ რჩევას კი ცოტა თუ მისცემს.

რა თქმა უნდა, რონალდუ თანაგუნდელს ეხმარება და მას საჭირო რჩევებს აძლევს, დანარჩენს კი უკვე დრო გვიჩვენებს.

4 თვის წინ
1830 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ