კანტონა: "ამის გამო, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არ შევხედავ"

კანტონა: "ამის გამო, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს არ შევხედავ"

ერიკ კანტონა კატარის მსოფლიო ჩემპიონატს პროტესტს უცხადებს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ლეგენდა მოახლოებული ტურნირის ყურებასაც კი არ გეგმავს.

ერიკის თქმით, ეს ტურნირი არ იქნება ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი და ის მხოლოდ ფულის გამო ტარდება, რაც ძალიან არ მოსწონს.

"მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატი არ მადარდებს, რადგან ეს ჩემთვის ნამდვილი ტურნირი არ არის და მას არ შევხედავ.

მესმის, ფეხბურთი ბიზნესია, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს იყო სპორტი, სადაც ყველა მიიღებდა თავის შანსს, კატარი კი საფეხბურთო ქვეყანა საერთოდ არ არის.

არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართოს ისეთ ქვეყნებში, სადაც ფეხბურთის განვითარება შეიძლება, სამხრეთ აფრიკის ან ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად.

მსოფლიო ჩემპიონატი კატარში მხოლოდ ფულის გამო ტარდება. ისინი ხალხს საშინლად ექცევიან, რათა სტადიონები დროულად ააშენონ. ათასობით ადამიანი დაიხოცა და ჩვენ მაინც აღვნიშნავთ მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოვებას", - განაცხადა კანტონამ Sportsmail-თან.

5 დღის წინ
106 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ