"იუნაიტედმა" ვან-ბისაკას შემცვლელი იპოვა - გუნდი ტრანსფერზე მუშაობს

"იუნაიტედმა" ვან-ბისაკას შემცვლელი იპოვა - გუნდი ტრანსფერზე მუშაობს

აარონ-ვან ბისაკამ იმედები, ჯერჯერობით, ვერ გაამართლა. "მანჩესტერ იუნაიტედის" განაპირა მცველი დაცვაში მშვენივრად გამოიყურება, თუმცა შეტევაში ნაკლებად ეფექტურია.

სწორედ ამის გამო, გუნდი აქტიურად ეძებს ახალ მარჯვენა მცველს და თუ Daily Mail-ს ვენდობით, რალფ რანგნიკმა შეარჩია მთავარი კანდიდატი.

"იუნაიტედის" ინტერესის სფეროში "ბრაიტონის" მარჯვენა მცველი ტარიკ ლემპტია, რომელმაც პრემიერ ლიგის გუნდებს თავი ძალიან მოაწონა.

"ჩელსის" აკადემიის აღზრდილი მშვენიერ ფორმაშია და მოედნის ორივე მხარეს ძალიან კარგად თამაშობს, რის გამოც მის მიმართ ინტერესი დიდია.

"თოლიები" 21 წლის ლემპტის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს ითხოვენ, "იუნაიტედი" კი მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონს იხდის.

5 დღის წინ
132 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ