"იუნაიტედი" რუბენ ნევეშს მაინც არ ეშვება - რა თანხას ითხოვს "ვულვზი"

"იუნაიტედი" რუბენ ნევეშს მაინც არ ეშვება - რა თანხას ითხოვს "ვულვზი"

"მანჩესტერ იუნაიტედს" რომ ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერება სურს, ეს ახალი ამბავი არ არის და ამის შესახებ უკვე ძალიან ბევრჯერ დაიწერა მედიაში.

ინგლისურ გუნდს უამრავი ფეხბურთელი დაუკავშირეს, talkSPORT-ის თქმით კი მთავარი სამიზნე ისევ პორტუგალიელი ნახევარმცველი რუბენ ნევეშია.

"ვულვზი" ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონ ფუნტს ითხოვს, "იუნაიტედი" კი მზად არის, რომ ეს თანხა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულსაც ცდილობდა ნევეშის დამატებას, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

ნევეშს "მგლებთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომ "ვულვზს" თამამად შეულია მის სანაცვლოდ დიდი თანხის მოთხოვნა.

3 დღის წინ
90 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ