ნევეში კვლავაც განიხილება - "ვულვზმა" პორტუგალიელი მოთამაშე შაფასა

ნევეში კვლავაც განიხილება - "ვულვზმა" პორტუგალიელი მოთამაშე შაფასა

"მანჩესტერ იუნაიტედს" რომ ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერება სურს, ეს ახალი ამბავი არ არის და ამის შესახებ უკვე ძალიან ბევრჯერ დაიწერა მედიაში.

ინგლისურ გუნდს უამრავი ფეხბურთელი დაუკავშირეს, talkSPORT-ის თქმით კი მთავარი სამიზნე ისევ პორტუგალიელი რუბენ ნევეშია.

"ვულვზი" ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონ ფუნტს ითხოვს, "იუნაიტედი" კი მზად არის, რომ ეს თანხა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედი" გასულ ზაფხულსაც ცდილობდა ნევეშის დამატებას, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

ნევეშს "მგლებთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომ "ვულვზს" თამამად შეულია მის სანაცვლოდ დიდი თანხის მოთხოვნა.

4 კვირის წინ
529 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 160
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ