ვან დე ბეეკის მთავარი პრობლემა - რატომ იწუნებს რანგნიკი ნიდერლანდელს

ვან დე ბეეკის მთავარი პრობლემა - რატომ იწუნებს რანგნიკი ნიდერლანდელს

რალფ რანგნიკის "მანჩესტერ იუნაიტედში" მოსვლა დონი ვან დე ბეეკისთვის ხსნა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნიდერლანდელი ფეხბურთელი ისევ სათადარიგოთა სკამზეა და სათამაშო დროს ვერ იღებს.

ყველა ფიქრობდა, რომ ოლე გუნარ სულშერს დონი უბრალოდ ამოჩემებული ჰყავდა, მაგრამ სიტუაცია რანგნიკის ხელშიც არ შეცვლილა და როგორც გაირკვა, ორივე მწვრთნელი ერთი მიზეზის გამო იწუნებს დონის.

The Athletic-ის ინფორმაციით, ორივე სპეციალისტი აღიარებს, რომ ვან დე ბეეკს ბრწყინვალე ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ მას ერთი დიდი პრობლემა აქვს.

დონი პრემიერ ლიგისთვის ფიზიკურად მზად არ არის და მას უჭირს საკუთარი ზონის გაკონტროლება. მარტივად რომ ვთქვათ, ვან დე ბეეკი "მკაცრი" თამაშით არ გამოირჩევა და პოზიციას მარტივად კარგავს.

სწორედ ამიტომ, "აიაქსის" ყოფილი მოთამაშე ვერ იღებს სათამაშო დროს, რის გამოც გუნდის დატოვებაც სურს.

3 დღის წინ
109 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ