რონალდუს სამომავლო მიზანი - რა სურს კრიშტიანუს კარიერის დასრულების შემდეგ

რონალდუს სამომავლო მიზანი - რა სურს კრიშტიანუს კარიერის დასრულების შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში დარჩენას აპირებს.

ინგლისური გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, 36 წლის პორტუგალიელი გეგმავს "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი გახდეს.

როგორც აღინიშნება, რონალდუს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება ჯერ არ აქვს გამიზნული, მაგრამ სამომავლოდ "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნისთვის ემზადება.

კრიშტიანუს შეეძლება თავისი შვილის, კრიშტიანუ-უმცროსის განვითარებას მიადევნოს თვალი, რომელიც ამჟამად 11 წლის არის და კლუბში ვარჯიში უკვე დაიწყო.

რონალდუს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

4 დღის წინ
146 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ