რანგნიკი პრემიერ ლიგის ვარსკვლავს არ ეშვება - რალფს ტრანსფერი სურს

რანგნიკი პრემიერ ლიგის ვარსკვლავს არ ეშვება - რალფს ტრანსფერი სურს

მედიაში ბევრი იწერება რალფ რანგნიკის სასურველ ფეხბურთელებსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მოსალოდნელ ტრანსფერებზე.

კლუბს უამრავი ფეხბურთელი დაუკავშირეს, ერთ-ერთი მათგანი კი "ჩელსის" ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერია.

გერმანელი ფეხბურთელი ტომას ტუხელის გუნდში მისვლის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველადაც იქცა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, რანგნიკს თანამემამულის ოლდ ტრაფორდზე გადაყვანა სურს და მზად არის, რომ მას სოლიდური შეთავაზებაც გაუკეთოს.

რუდიგერი სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება, ახალი კონტრაქტის გაფორმებას კი არ აპირებს.

"იუნაიტედის" გარდა, ანტონიოს დამატებას "რეალიც" ცდილობს. გერმანელი მცველი სეზონის ბოლომდე "ჩელსიში" იქნება, გადაწყვეტილებას კი შემდეგ მიიღებს.

4 დღის წინ
169 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ