"მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგების შემდეგ, რალფ რანგნიკი აქტიურად ეძებს მისი სტილის შესაფერის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი ნახევარდაცვის ხაზში.
მედიაში პირველად ამადუ ჰაიდარას სახელმა გაიჟღერა, რომელიც "ლაიფციგში" მშვენივრად გამოიყურება და გერმანელი მწვრთნელისგან მოწონებაც დაიმსახურა.
ამჯერად, როგორც The Sun გვამცნობს, "წითელი ეშმაკების" ინტერესის სფეროში შოტლანდიელი ნახევარმცველი, ჯონ მაკგინი მოხვდა.
"ასტონ ვილას" შუახაზელი შესანიშავ ფორმაშია და უკვე წლებია, რაც ბირმინგემული კლუბის შეუცვლელი მოთამაშეა.
27 წლის მოთამაშე Transfermarkt-ზე 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული.