რანგნიკი: "მათი მდგომარეობა სრულებით მესმის"

რანგნიკი: "მათი მდგომარეობა სრულებით მესმის"

მოახლოებული მატჩის წინ რალფ რანგნიკმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც წასვლის სურვილის მქონე ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

"დინ ჰენდერსონს ვუთხარი, რომ მისი დარჩენა მინდა, მაგრამ მისიც მესმის, მას თამაში სურს. ის ახლა იმ ასაკშია, როდესაც ფეხბურთელი რეგულარულ სათამაშო დროს უნდა იღებდეს. 

ჩვენ სამ ტურნირზე ვმონაწილეობთ და მე ყველა მეკარე მჭირდება, რომლებიც ახლა გვყავს. მსგავსი სიტუაციაა დონი ვან დე ბეეკთანაც.

ვან დე ბეეკს ორი კვირის წინ ვესაუბრე და ვურჩიე, რომ სეზონის ბოლომდე დარჩეს. მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და მას თამაში სურს."- განაცხადა რანგნიკმა.

5 დღის წინ
97 / 0
Giorgi
poll გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს "იუნაიტედის" კაპიტანი

ჰარი მაგუაიერი
დავიდ დე ხეა
კრიშტიანუ რონალდუ
ბრუნო ფერნანდეში
სხვა
სულ პასუხები: 276
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

პოლ პოგბა.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ