ფილ ჯონსის დამატების სურვილი პრემიერ ლიგის ორმა გუნდმა გამოთქვა

ფილ ჯონსის დამატების სურვილი პრემიერ ლიგის ორმა გუნდმა გამოთქვა

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ფილ ჯონსი მოედანს დაუბრუნდა და 29 წლის ინგლისელმა მცველმა "ვულვზთან" მშვენიერი პერფორმანსი შემოგვთავაზა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინგლისელი "მანჩესტერ იუნაიტედში" სათამაშო დროს მიიღებს, ამიტომ ის ახალ გუნდს ეძებს და მსურველებიც უკვე ჩანან.

Daily Star-ის ინფორმაციით, ჯონსის მიმართ ინტერესი გასავარდნი ზონის გუნდებმა, "ბარნლიმ" და "ნიუკასლმა" გამოხატეს.

წყაროს ცნობით, "იუნაიტედი" ჯონსს არც მეტი, არც ნაკლები 15 მილიონ გირვანქად აფასებს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა.

ჯონსს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ, სავარაუდოა, რომ ის გუნდს უახლოეს მომავალში დატოვებს.

4 თვის წინ
340 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ