"მანჩესტერ იუნაიტედი" 2022 წელს პრემიერ ლიგაში პირველი გამარჯვების მოპოვებას "ბრენტფორდის" წინააღმდეგ შეეცდება.
ეს მატჩი 2021 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდის გამო გადაიდო და "იუნაიტედი" ახლა ეწვევა ბრენტფორდ ქომუნითის.
გუნდს დადასტურებულად გამოაკლდებიან პოლ პოგბა და ერიკ ბაილი. სავარაუდოდ, გუნდს დაუბრუნდებიან მარკუს რეშფორდი და კრიშტიანუ რონალდუ.
ჩვენი ვებ-გვერდის ვარაუდით, "იუნაიტედი" ასეთი ძირითადი თერთმეტეულით დაიწყებს შეხვედრას:
ძირითადი: დე ხეა, დალო, ვარანი, მაგუაიერი, შო, მატიჩი, ფრედი, გრინვუდი, ბრუნო, რეშფორდი, რონალდუ.