"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ რიო ფერდინანდმა მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდმა ჰოლანდი ყველაფრის ფასად უნდა შეიძინოს.
"ზოგადად არ მიყვარს ტრანსფერებზე საუბარი, მაგრამ ჰოლანდი გამონაკლისია. არ უნდა დაუშვათ, რომ ის სხვა კლუბში აღმოჩნდეს.
ჩემი აზრით ნორვეგიელი აუცილებლად პრემიერ ლიგაში გადავა სათამაშოდ, სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ, იუნაიტედმა კი ყველაფრის ფასად უნდა შეიძინოს ჰოლანდი.
ის აქ დაიბადა, მამამისი პრემიერ ლიგაში თამაშობდა, მას უყვარს ინგლისური ფეხბურთი, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
შესაძლოა, ჰოლანდი ის ფეხბურთელი გახდეს, რომელიც იუნაიტედს ძველ დიდებას დაუბრუნებს", - განაცხადა რიო ფერდინანდმა.