რალფ რანგნიკის ბრიტანული კარიერა ვერ დაიწყო ისე, როგორც ამას გერმანელი სპეციალისტი ისურვებდა და "მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერაც ძალიან დიდი პრობლემები აქვს.
რანგნიკი დიდი მონდომებით მუშაობს, მაგრამ "იუნაიტედის" სათამაშო დონე არ იზრდება და ქომაგები უკმაყოფილებას უკვე ვეღარ მალავენ.
Daily Mail-ის ინფორმაციით, უკმაყოფილო მხოლოდ რალფი არ არის, არამედ, პირიქით, თავად მოთამაშეებსაც არ მოსწონთ რანგნიკი.
პირველ რიგში, მოთამაშეების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია და მათ ისევ ვერ გაიგეს, რა ტაქტიკის დანერგვას ცდილობს რალფი. ამასთან ერთად, მისი სავარჯიშო სესიები და მითითებებიც გაუგებარია.
ფეხბურთელებს არ მოსწონთ რანგნიკის მიერ მოყვანილი ასისტენტები, რომლებსაც სამუშაო დონეს და ცოდნას უწუნებენ.
და ბოლოს, "წითელი ეშმაკები" ფიქრობენ, რომ რანგნიკსაც იგივე პრობლემა აქვს, რაც ოლე გუნარ სულშერს - მას ჰყავს თავისი ფავორიტებს და არ აქცევს ყურადღებას მოთამაშეების პერფორმანსებს.