გააფორმებს თუ არა ბრუნო ახალ კონტრაქტს - პორტუგალიელის გადაწყვეტილება

გააფორმებს თუ არა ბრუნო ახალ კონტრაქტს - პორტუგალიელის გადაწყვეტილება

"მანჩესტერ იუნაიტედი" თავის რამდენიმე ფეხბურთელთან მუშაობს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და მათ შორისაა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბრუნო ფერნანდეში.

"წითელ ეშმაკები" პორტუგალიელზე დიდ იმედებს ამყარებენ, მისი გუნდში დარჩენა კიდევ უფრო დიდ ხანს სურთ და შესაბამისად ახალ კონტრაქტს სთავაზობენ გაუმჯობესებული პირობებით.

როგორც Daily Mail იტყობინება, ბრუნო ფერნანდეშს "მანჩესტერში" დარჩენა სურს და ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.

ამჟამად ბრუნოს "იუნაიტედთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მაგრამ დიდი ალბათობით პორტუგალიელი კლუბში უფრო დიდ ხანს დარჩება.

4 თვის წინ
293 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ