ფრედი: "ეს ტყუილია, ინგლისში მცდარი ინფორმაციების გავრცელება უყვართ"

ფრედი: "ეს ტყუილია, ინგლისში მცდარი ინფორმაციების გავრცელება უყვართ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ფრედმა ESPN Brasil-თან ინტერვიუში მედიაში გავრცელებული ცნობები უარყო, რომ მას თანაგუნდელებთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

"ინგლისში მცდარი ინფორმაციების გავრცელება უყვართ. ტყუილია, რომ მე გასახდელში თანაგუნდელებთან ცუდი ურთიერთობა მაქვს.

მე ალექს ტელეში კარგი მეგობარი ვარ, ყველაზე ადრე მას ვიცნობდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარკუს რეშფორდთან, მეისონ გრინვუდთან და ჰარი მაგუაიერთან ცუდი ურთიერთობა მაქვს.

გასახდელში ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, კორონა ვირუსის გამოჩენამდე ჩვენ ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად."- განაცხადა ფრედმა.

4 თვის წინ
123 / 0
Giorgi
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 46
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ