პრემიერ ლიგის კლუბი "იუნაიტედის" ფეხბურთელის იჯარით შეძენას ცდილობს - MEN

პრემიერ ლიგის კლუბი "იუნაიტედის" ფეხბურთელის იჯარით შეძენას ცდილობს - MEN

როგორც Manchester Evening News იტყობინება, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი აუთსაიდერი "ნიუკასლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის იჯარით დამატებას ცდილობს.

საუბარია ჯესი ლინგარდზე, რომელიც "მანჩესტერში" რეგულარულ სათამაშო დროს ვერ იღებს და ამის გამო არც თავის უკმაყოფილებას მალავს.

წყაროს ცნობით "ნიუკასლი" თანახმაა, რომ იჯარის პერიოდში ლინგარდის მთელი ხელფასი გადაიხადოს, რომელიც 100,000 ევროს შეადგენს.

ჯესის "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულს ეწურება და არის შანსი, რომ მან ოლდ ტრაფორდი უფასოდ დატოვოს.

4 თვის წინ
144 / 0
Giorgi
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 46
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ