"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარამა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა დაადასტურა, რომ აარონ ვან-ბისაკა გუნდს მომდევნო ორ მატჩში ვერ დაეხმარება. რანგნიკმა MUTV-სთან განაცხადა:
"ის ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, ვშიშობ, რომ ის ჯერ კიდევ ავადაა. ის ბრენტფორდის წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
სავარაუდოდ, ის ვერც ვესტ-ჰემის წინააღმდეგ ვერ შეძლებს თამაშს, ვიმედოვნებთ, რომ ის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება ვარჯიშს."- განაცხადა რანგნიკმა.
ვან-ბისაკამ ავადმყოფობის გამო უკვე გამოტოვა მატჩი "ასტონ-ვილას" წინააღმდეგ, მაგრამ არ არის ცნობილი მას კორონა ვირუსი დაუდასტურდა, თუ რაიმე სხვა დაავადება.