როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტი რომეო აგრესტი იუწყება, ტურინის "იუვენტუსი" ზამთის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის დამატებას შეეცდება.
ფედერიკო კიეზას ტრავმის ფონზე, რომელიც საკმაოდ მძიმეა, "ბებერი ქალბატონი" ენტონი მარსიალის იჯარით დამატებას განიხილავს.
იტალიურ გუნდს მარსიალის დამატება მხოლოდ ექვსი თვით სურს და კონტრაქტი გამოსყიდვის ვალდებულების პუნქტის შეტანა არ სურს, რაც საქმეს ართულებს.
ასევე პრობლემატურია მარსიალის ხელფასის საკითხი, ის კვირაში 250,000 ევროს იღებს, რაც ნამდვილად არ არის პატარა თანხა.