სულშერი და კერიკი მაკკენას ქომაგობენ - დუეტი "იფსვიჩის" მატჩს დაესწრო

სულშერი და კერიკი მაკკენას ქომაგობენ - დუეტი "იფსვიჩის" მატჩს დაესწრო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელები და ლეგენდარული ფეხბურთელები, ოლე გუნარ სულშერი და მაიკლ კერიკი "იფსვიჩ თაუნის" მატჩს ესტუმრნენ.

მაშინ, როდესაც "იუნაიტედი" ტარფ მურზე "ბარნლის" ებრძოდა, სტაფის ყოფილი წევრები კირან მაკკენას შეხვედრას დაესწრნენ.

ოლეს ყოფილი ასისტენტი "იფსვიჩის" მთავარ მწვრთნელად 20 დეკემბერს დაინიშნა და მას შემდეგ, გუნდს მშვენივრად უძღვება.

როგორც ჩანს, სულშერს და კერიკს კარგი ფეხი აქვთ, რადგან "იფსვიჩმა" გამარჯვება მოიპოვა და "დონკასტერი" 0-1 დაამარცხა.

3 თვის წინ
234 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ