ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე კვირის წინ დაიხურა, თუმცა ჟოზე მოურინიო და "რომა" ისევ აქტიურად მუშაობენ ტრანსფერებზე.
პორტუგალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ერიკ ბაილია, რომელიც თავად მიიყვანა "მანჩესტერ იუნაიტედში".
Romanista-ს ინფორმაციით, იტალიური კლუბი ზაფხულში შეეცდება ბაილის 1-წლიანი იჯარით აყვანას, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.
სავარაუდოა, რომ ნისლიანი ალბიონის დატოვება თავად ერიკსაც სურს, რადგან ის სათამაშო დროს ვერ იღებს და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7-ჯერ გამოჩნდა მინდორზე.
კოტ-დიუარელ მცველს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა "მანჩესტერს" 1 წლით გახანგრძლივების ოფციაც აქვს.