პრემიერ ლიგის კლუბს ჯეიმს გარნერის ზაფხულში შეძენა სურს - Shrager

პრემიერ ლიგის კლუბს ჯეიმს გარნერის ზაფხულში შეძენა სურს - Shrager

ჯეიმს გარნერის იჯარამ შედეგი გამოიღო, ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჩემპიონშიპში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და მის გუნდს 1 ნაბიჯი აშორებს პრემიერ ლიგამდე.

21 წლის მოთამაშეს "ნოტინგემ ფორესტის" მაისურით 41 მატჩი დაუგროვდა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

"მანჩესტერ იუნაიტედში" გარნერის ამ პროგრესს ამჩნევენ, გამონაკლისი კი პრემიერ ლიგის სხვა კლუბებიც არ არიან.

ჯონათან შრეიგერის ინფორმაციით, გარნერს "საუთჰემპტონი" აკვირდება და შესაძლოა, "წმინდანებმა" ინგლისელის შეძენა მოინდომონ.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ "იუნაიტედი" გარნერს შეელევა, პრემიერ ლიგის კლუბში იჯარა კი გამორიცხული ნამდვილად არ არის.

საბოლოო გადაწყვეტილება პრე-სეზონის შემდეგ გახდება ცნობილი.

1 თვის წინ
399 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 160
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ