"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერებას შეეცდება, ერთ-ერთი პრიორიტეტი კი გარემარბის დამატება იქნება.
El Chiringuito-ს ცნობით, "იუნაიტედს" უსმან დემბელეს კანდიდატურა მოსწონს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.
ესპანური წყაროს თქმით, კლუბი უკვე დაუკავშირდა ახალგაზრდა ფრანგის აგენტს და მას ხელფასის სახით სეზონში 15 მილიონი ევრო შესთავაზა.
24 წლის ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, შესაბამისად "ბარსელონაში" დარჩენაც არ არის გამორიცხული.
მიმდინარე სეზონში, დემბელემ 29 მატჩში 2 გოლს და 14 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
უსმანის გარდა, "იუნაიტედი" ანტონის გადაბირებაზე ფიქრობს, თუმცა კლუბს მისი მაღალი სატრანსფერო ფასი აყოვნებს - 50 მილიონი ევრო.