ერიკ ტენ ჰაგი "მანჩესტერ იუნაიტედში" რალფ რანგნიკთან ერთად იმუშავებს, გერმანელმა კი მას მცირე მონახაზი უკვე გადასცა.
რანგნიკი რამდენიმე თვეა "იუნაიტედშია" და სეზონის დასრულებამდე, გუნდის გაწვრთნას კვლავაც ის გააგრძელებს.
The Mirror-ის ცნობით, რანგნიკმა ტენ ჰაგს პრობლემების 7-კომპონენტიანი სია გადასცა, რომელიც ასე გამოიყურება:
- გასახდელი არის ზედმეტად 'ეგოისტური, ძლიერი, ამასთან ერთად კი უხარისხო'
- ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი პრობლემა აქვთ და არ უსმენენ მწვრთნელის ინსტრუქციებს
- "იუნაიტედის" მოთამაშეების დიდი ნაწილი ფიზიკური მონაცემების გამო ვერ ერგება ლიგას
- რალფს არ მოსწონს აარონ ვან-ბისაკა, ფილ ჯონსი, ერიკ ბაილი და ვიქტორ ლინდელოფი
- გერმანელის აზრით, ჰარი მაგუაიერმა ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა ფასის გამო მას ვერ ჩამოწერენ
- რანგნიკი შოკირებულია იუნაიტედის ნახევარდაცვის ნაკლებად ენერგიულობით, გუნდს 2 მშრომელ საყრდენს ურჩევს
- გერმანელი ტენ ჰაგს ურჩევს, რომ არ შეიძინოს დიდი სახელის მქონე ფეხბურთელები, რადგან გუნდი ისედაც გატეხილია
ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება სიტუაციას ერიკი.