ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში "იუვენტუსმა" ისევ ვერ მიაღწია წარმატებას და გუნდი ასპარეზობას "პორტუმ" გამოთიშა.
შესვენებისას, გასახდელში კრიშტიანუ რონალდუმ და ხუან კუადრადომ იჩხუბეს.
რონალდუ თანაგუნდელებს აკრიტიკებდა და მათ მონდომებისკენ მოუწოდებდა, რაც კოლუმბიელ მცველს არ მოეწონა.
ხუანმა რონალდუს უთხრა, რომ თავად უნდა იყოს მაგალითი და უკეთ ითამაშოს, რაზეც რონალდუმ საინტერესოდ უპასუხა.
"დიახ, მეც ცუდად ვითამაშე. ახლა ყველანი გულახდილები უნდა ვიყოთ და ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ. ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ ხასიათი გვჭირდება", - უპასუხა კრიშტიანუმ.