"იუნაიტედმა" ტენ ჰაგის მთავარ სამიზნესთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო!

"იუნაიტედმა" ტენ ჰაგის მთავარ სამიზნესთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო!

ოფიციალურად გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გახდება.

52 წლის სპეციალისტი რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს კლუბთან და საბოლოოდ, შეთანხმება შედგა.

ტენ ჰაგს რამდენიმე ტრანსფერი სურს და როგორც ბრიტანული მედია იუწყება, "იუნაიტედმა" ერიკის ერთ-ერთ რჩეულთან მოლაპარაკებები დაიწყო.

საუბარია "აიაქსის" 20 წლის ცენტრალურ მცველ იურიენ ტიმბერზე, რომელიც ტენ ჰაგს ძალიან მოსწონს და თითქმის მუდამ ათამაშებს.

ტიმბერს შეუძლია როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარჯვენა ფლანგზე თამაში, რაც მის კანდიდატურას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

"მანჩესტერმა" მოლაპარაკებები წამოიწყო და სავარაუდოა, რომ გარიგება შედგება. სავარაუდო სატრანსფერო ფასი 30-35 მილიონია.

1 კვირის წინ
1461 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 46
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ