რონალდუ: "ჯუნიორი მუდამ ერთ რამეს მეუბნება - მამა, გთხოვ.."

რონალდუ: "ჯუნიორი მუდამ ერთ რამეს მეუბნება - მამა, გთხოვ.."

კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა და ამასთან ერთად, კლუბის აკადემიაში მისი შვილი, კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორი ჩაირიცხა.

ამჟამად, უმცროსი კრიშტიანუ "იუნაიტედის" 12-წლამდელთა გუნდში თამაშობს კაი რუნისთან და სხვა ტალანტებთან ერთად.

ამ საკითხის შესახებ კრიშტიანუმ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯუნიორს მამასთან ერთად სურს პროფესიონალური ფეხბურთის თამაში.

"ჩემი შვილი მუდამ მეუბნება - მამა, გთხოვ, კიდევ რამდენიმე წელი მოითმინე. მე მინდა, რომ შენთან ერთად ვითამაშო", - განცხადა რონალდუმ.

ამისთვის, კრიშტიანუს კიდევ მინიმუმ 5 წლით, ანუ 41 წლამდე მოუწევს თამაში, რაც მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე გამორიცხული ნამდვილად არ არის.

2 კვირის წინ
5961 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ