"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა დევიდ ბექემმა კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა.
ბექემის ფორმულა 1-ის რბოლას ესტუმრა მაიამიში, სადაც მას პორტუგალიელი ვარსკვლავის სეზონზე ჰკითხეს, მისი შეფასება კი ასეთია.
"რა თქმა უნდა, კრიშტიანუ ბოლო 15 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ლიონელ მესისთან ერთად.
მნიშვნელოვანი იქნება მისი იუნაიტედში დარჩენა, განსაკუთრებით კი ქომაგებისთვის. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს რონალდუსთვის იუნაიტედი.
რასაც კრიშტიანუ ამ ასაკში აკეთებს, ნამდვილად გასაოცარია და იმედი მაქვს, ეს ასეც გაგრძელდება კიდევ ერთი ან ორი წელი", - განაცხადა ბექემმა.
რონალდუს მომავალი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მთავარი მიზეზი კი "იუნაიტედის" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენაა.