"იუნაიტედი" მუკიელეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს - Foot Mercato

"იუნაიტედი" მუკიელეს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს - Foot Mercato

"მანჩესტერ იუნაიტედს" დაცვის გაძლიერება სურს, თანაც არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი პოზიციის - ცენტრალური და მარჯვენა მცველი.

ცენტრში ბევრი ვარიანტია, კარგი განაპირა მცველების არჩევანი კი შედარებით ნაკლებია, თუმცა "იუნაიტედმა" რჩეულს მაინც მიაგნო.

Foot Mercato-ს ინფორმაციით, "მანჩესტერს" ნორდი მუკიელეს კანდიდატურა მოსწონს და მის სანაცვლოდ შეთავაზებასაც ამზადებს.

"ლაიფციგის" მცველი ბოლო წლებია შესანიშნავად გამოიყურება, რის გამოც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და სადებიუტო მატჩიც გამართა.

24 წლის ფეხბურთელი ძირითადად მარჯვენა მცველად თამაშობს, თუმცა შეუძლია ცენტრალური დამცველის როლის მორგებაც.

Transfermarkt-ი მუკიელეს 25 მილიონ ევროდ აფასებს და სავარაუდოდ, "წითელი ხარები" სწორედ ამ თანხას მოითხოვენ.

 

2 დღის წინ
375 / 1
George
user
united samudamod cudi varianti araaa
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ