ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უფრო და უფრო ახლოვდება და "მანჩესტერ იუნაიტედისგან" რამდენიმე ტოპ ტრანსფერს უნდა ველოდოთ.
როგორც The Athletic იტყობინება, კრიშტიანო რონალდუმ კლუბის მესვეურებს თავისი სასურველი ტრანსფერი დაუსახელა.
წყაროს ცნობით, რონალდუს ტოპ კლასის თავდამსხმელის გვერდით თამაში სურს და გუნდს ამ ტრანსფერის განხორციელება სთხოვა.
ამ დროისთვის, "იუნაიტედი" ყველაზე აქტიურად დარვინ ნუნიესისა და რიშარლისონის კანდიდატურებს განიხილავს.
მათ გარდა, "მანჩესტერი" ალექსანდრ ისაკს, ვიქტორ ოსიმენსა და კიდევ რამდენიმე ფორვარდს აკვირდება.