ერიკ ტენ ჰაგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაფერი ახლიდან იწყება, გუნდში დიდი წმენდაა.
MEN-ის ინფორმაციით, "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ არნოლდი უკმაყოფილოა კლუბის სოციალურ მედიაში მუშაობის სტრატეგიით.
ამის გამო, არნოლდმა კომუნიკაციების დირექტორი ჩარლი ბრუკსი დაითხოვა და მის ადგილას ახალ ხელმძღვანელს ეძებს.
კლუბის სოციალურ ქსელებში აქტივობას განსაკუთრებით ფეხბურთელების პოსტების გამო აკრიტიკებენ, რომლებიც ყველა მატჩის შემდეგ "სევდიან" ტექსტებს გვთავაზობენ.
ასე რომ, "მანჩესტერში" ამ მხრივაც შეიცვლება სიტუაცია.