"იუნაიტედი" ინაკიოსთვის რბოლას ლიდერობს და დიდ შეთავაზებას ამზადებს

"იუნაიტედი" ინაკიოსთვის რბოლას ლიდერობს და დიდ შეთავაზებას ამზადებს

პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" გონსალო ინაკიოს დამატებას დიდი ძალებით ცდილობს.

ინგლისურ გრანდს "სპორტინგის" 20 წლის ცენტრალური მცველი ძალიან მოსწონს და მზად არის, რომ მის სანაცვლოდ დიდი თანხა გადაიხადოს.

წყაროს თქმით, "იუნაიტედი" მზად არის, რომ ინაკიო გამოისყიდოს და "სპორტინგს" 38 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

ინაკიო ძირითადად დაცვის ცენტრალურ ზონაში თამაშობს, თუმცა მას მარცხენა ფლანგზეც შეუძლია გუნდის დახმარება.

მიმდინარე სეზონში, გონსალომ 44 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან მხოლოდ 2-ჯერ მიიღო ყვითელი ბარათი.

2 დღის წინ
279 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ