2017 წელს, მადეირას აეროპორტში კრიშტიანუ რონალდუს სახის ქანდაკება დადგეს, რამაც სოციალური ქსელი ააფეთქა.
ქანდაკების შესახებ ძალიან ბევრს ხალისობდნენ და ზოგი მიიჩნევდა, რომ ეს რონალდუს შეურაცხყოფაც კი იყო, თუმცა რეალობა სხვაგვარია.
ქანდაკების ავტორი 45 წლის ემანუელ სანტუშია, რომელმაც მედიასთან საუბრისას გაიხსენა მისი შექმნის და დადგმის ისტორია.
"შეუძლებელია, რომ ყველას მოაწონო რამე, ეს თავად იესომაც კი ვერ შეძლო.
ყველაზე მნიშვნელოვანი გაწეული შრომაა. მუდამ არის ალბათობა, რომ რაღაც შეცვალო, ამიტომ ამისთვის მზად ვიყავი.
რონალდუს ბიუსტის ფოტოები ვანახე და მან მთხოვა, რომ სახეზე რამდენიმე ნაოჭი გამესწორებინა, რადგან უცნაური გამომეტყველება ჰქონდა.
კრიშტიანუს მითხრა, ამ ნაოჭების გამო ის უფრო ასაკოვანი ჩანდა, ამიტომ მხოლოდ ეს შევცვალე. მან ქანდაკების დადგმაზე თანხმობა გამომიცხადა და ჩემი ნამუშევარი მოიწონა", - იხსენებს სანტუში.