კრიშტიანუ რონალდუს ძალიან უყვარს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და მას ბევრ ცნობილ ქალაქში აქვს თავისი სახლი.
ამ დროისთვის, კრიშტიანუ მანჩესტერში ცხოვრობს, მაგრამ მას უძრავი ქონება მადრიდში, მადეირაში და კიდევ ბევრ ადგილას გააჩნია.
კუინტა დე მარინია, კასკალსი - 7 მილიონი
რონალდუ კარიერის დასრულების შემდეგ სამშობლოში აპირებს ცხოვრებას, ამიტომ მან უკვე შეიძინა სახლი კუინტა დე მარინიაში, ღირებულება კი 7 მილიონზე მეტია.
ტრამპ თაუერი - 14 მილიონი
პორტუგალიელმა ცოტა ხნის წინ გაყიდა ნიუ იორკის სახლი, თუმცა ის დიდი ხანი ფლობდა საკუთრებას ცნობილ ტრამპ თაუერში, ფასი კი 14 მილიონი იყო.
მადეირა - 7 მილიონი
რა თქმა უნდა, კრიშტიანუმ შეიძინა სახლი იქაც, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მადეირას სახლში რონალდუს დედა და ძმა ცხოვრობენ.
მარბელა - 1.2 მილიონი
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა 2019 წელს მარბელაში ახალი სახლი შეიძინა, დასასვენებლად კი სწორედ იქ მიემგზავრება ხოლმე.
მადრიდი - 4.8 მილიონი
თავისთავად, რონალდუ ჯერ კიდევ ფლობს სახლს მადრიდში, რადგან ის და ჯორჯინა როდრიგესი ხშირად სტუმრობენ ესპანეთს.
ორი სახლი ლისაბონში - 6.5 მილიონი
კრიშტიანუმ ბინა პორტუგალიის დედაქალაქშიც დაიდო, სადაც 2 სახლს ფლობს, ჯამური ღირებულება კი 6.5 მილიონი ფუნტია.
ჟერესი - 2.3 მილიონი
პორტუგალიელს კიდევ ერთი სახლი აქვს სამშობლოში, კერძოდ კი ჟერესში. გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუმ ეს სახლი 2019 წელს პეპეს მიჰყიდა.
მანჩესტერი - 6.5 მილიონი
და ბოლოს, რონალდუ, რა თქმა უნდა, მანჩესტერშიც ფლობს სახლს. კრიშტიანუს უძრავი ქონების ჯამური ღირებულება თითქმის 50 მილიონ ფუნტს აღწევს.