ფაბრისიო რომანოს თუ დავუჯერებთ, მიტჩელ ვან დერ გააგმა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" სრულ შეთანხმებას მიაღწიეს.
ნიდერლანდელი "აიაქსში" ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტი იყო და ამჯერად, მას ახალ გუნდშიც, ოლდ ტრაფორდზე გაჰყვება.
სავარაუდოდ, ტენ ჰაგის კიდევ ერთი ასისტენტი სტივ მაკლარენი იქნება, რომელსაც აქვს "მანჩესტერში" მუშაობის გამოცდილება.
აღსანიშავია, რომ რამდენიმე დღის წინ ჯონ მურტომ და ტენ ჰაგმა ამსტერდამში სატრანსფერო გეგმები განიხილეს, ვან დერ გააგი კი შეხვედრას ესწრებოდა.
"აიაქსს" კიდევ 1 მატჩი დარჩა გასამართი, რის შემდეგაც ერიკი გუნდს დაემშვიდობება და ნისლიან ალბიონზე გადაბარგდება.