BREAKING: კრიშტიანუ რონალდუს პირველი კომენტარი ერიკ ტენ ჰაგის შესახებ!

BREAKING: კრიშტიანუ რონალდუს პირველი კომენტარი ერიკ ტენ ჰაგის შესახებ!

უკვე ოფიციალურად არის გადაწყვეტილი, რომ მომდევნო სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი იქნება.

მედიაში ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რა ბედი ელის კრიშტიანუ რონალდუს, რადგან ტენ ჰაგს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მოსწონს მუშაობა.

ამას თავად პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გამოეხმაურა, რომელმაც "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა კომენტარი.

"ვიცი, თუ როგორი ფანტასტიკური სამუშაო გასწია მან აიაქსში. ერიკი გამოცდილი მწვრთნელია, თუმცა მას დრო უნდა მივცეთ.

ყველაფერი ისე უნდა შეიცვალოს, როგორც ის ამას ისურვებს. თუ ტენ ჰაგს საქმე კარგად გამოუვა, იუნაიტედი წარმატებული იქნება.

ყველანი ბედნიერები და აღტაცებულები ვართ მისი მოსვლით. უნდა ვირწმუნოთ, რომ მომდევნო სეზონში ტიტულების მოგებას შევძლებთ", - ამბობს კრიშტიანუ.

1 კვირის წინ
577 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 45
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ლუკ შო, პოლ პოგბა, ჯეიდონ სანჩო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ