რატომ დატოვა რონალდუმ "რეალი" - ფლორენტინო პერესის განცხადება

რატომ დატოვა რონალდუმ "რეალი" - ფლორენტინო პერესის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კრიშტიანუ რონალდუმ, ყველასთვის მოულოდნელად, მადრიდის "რეალი" დატოვა და "იუვენტუსს" შეუერთდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერიდან 4 წელზე მეტი გავიდა, პორტუგალიელის წასვლა მუდმივი განხილვის საგანია.

ცოტა ხნის წინ, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რონალდუს წასვლის ერთ-ერთ მიზეზზე ისაუბრა.

კრიშტიანუმ გუნდი პერსონალური მიზეზების გამო დატოვა, ჩვენ კი იუვენტუსთან სარფიან გარიგებას მივაღწიეთ. პორტუგალიელის სანაცვლოდ ბებერ ქალბატონზე დიდი შეთავაზება არავის გაუკეთებია.

ერთადერთი, რაც შეგვიძლია, კრიშტიანუსთვის მადლობის მოხდაა, იმისთვის, რაც მან გუნდისთვის გააკეთა. რონალდუ ალფრედო დი სტეფანოს შემდეგ ყველა დროის საუკეთესო მადრიდელია", - განაცხადა პერესმა.

1 თვის წინ
2014 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელი პოზიცია უნდა გააძლიეროს "იუნაიტედმა" პირველ რიგში

შეტევა
ნახევარდაცვა
დაცვა
მეკარე
სულ პასუხები: 160
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ