"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შემადგენლობის საფუძვლიანად გადახალისებას და შეცვლას აპირებს.
კლუბს რამდენიმე პრიორიტეტული სამიზნე აქვს, მათ შორის კი ერთ-ერთი ახალი ცენტრალური ფორვარდი იქნება.
ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ "იუნაიტედის" პოზიციას ეთანხმება და ფიქრობს, რომ გუნდს ახალი სტრაიკერი სჭირდება.
რონალდუ მიიჩნევს, რომ მას არ შეუძლია მუდმივად თამაში, ამიტომ მზად არის სათამაშო დრო შეიმციროს და ახალგაზრდა ფორვარდთან ერთად იყოს როტაციაში.
"წითელი ეშაკები" ბევრ კანდიდატურას განიხილავენ, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია.