"მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან მძიმე სეზონი გამოსდის, ამიტომ აქცენტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარასა და ახალ მწვრთნელზე კეთდება.
დიდი ალბათობით, "იუნაიტედს" ერიკ ტენ ჰაგი ჩაიბარებს, რის შემდეგაც კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება პოტენციური შენაძენებისა და წამსვლელების გვარები.
იქამდე, კრიშტიანუ რონალდუს ერთი მოთხოვნა აქვს, რის სანაცვლოდაც ის "მანჩესტერში" კიდევ მინიმუმ 1 სეზონით დარჩება.
რონალდუ ფიქრობს, რომ პრემიერ ლიგაში 38-ივე მატჩის სათამაშოდ მზად არ არის, ამიტომ ის გუნდს ახალი ფორვარდის შეძენას თხოვს.
პორტუგალიელ ვარსკვლავს კვლავაც უნდა რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არა ყველა შეხვედრაში - მას დასვენებაც სჭირდება.
"წითელ ეშმაკებს" უამრავ ფორვარდს უკავშირებენ, ბოლო პერიოდში კი ყველაზე აქტიურად დარვის ნუნიესზე საუბრობენ.