ერიკ ტენ ჰაგი "აიაქსში" სეზონის დასრულებასთან ძალიან ახლოს არის, ერედივიზიონი ბოლო ტურებს მიუახლოვდა.
სეზონის დასრულების შემდეგ, ტენ ჰაგი "მანჩესტერ იუნაიტედში" შეუდგება მუშაობას, სადაც მას უკვე ჰყავს თავისი ფავორიტები.
The Guardian-ის თქმით, "იუნაიტედში" 8 ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც ნიდერლანდელი სპეციალისტის ყურადღება მიიპყრეს.
- რაფაელ ვარანი
- ბრუნო ფერნანდეში
- სკოტ მაკტომინეი
- მარკუს რაშფორდი
- ჯეიდონ სანჩო
- ჯეიმს გარნერი
- ჰანიბალ მეჯბრი
- ალეხანდრო გარნაჩო
ინგლისური გამოცემა იუწყება, რომ ერიკი ამ მოთამაშეებს აქტიურად გამოიყენებს.