ერიკ ტენ ჰაგმა შვებულებაზე უარი თქვა და "აიაქსში" სეზონის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედში" შეუდგა მუშაობას.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა პირველი პრესკონფერენციაც ჩაატარა, სადაც ჟურნალისტებმა ბევრი კითხვა დაუსვეს, ერთ-ერთი შეკითხვა კი მეისონ გრინვუდის მომავალს ეხებოდა.
ტენ ჰაგის თქმით, თუ ახალგაზრდა ინგლისელს უდანაშაულოდ სცნობენ, მაშინ მას აუცილებლად ექნება გუნდში ადგილი.
"პირველ რიგში, ვნახოთ რა მოხდება სასამართლოზე, რადგან ბრალდება ნამდვილად საშინელია, თუმცა არ ვიცით, არის თუ არა ის დამნაშავე. ვაცადოთ პოლიციას თავისი საქმის შესრულება.
თუ გრინვუდს უდანაშაულოდ სცნობენ, მაშინ მას აუცილებლად ექნება ჩემს გუნდში ადგილი, რადგან განსაკუთრებული ტალანტია.
მეისონს მარცხენა და მარჯვენა ვინგერად, ცენტრ ფორვარდად და ცრუ ცხრიანად შეუძლია თამაში", - ამბობს ტენ ჰაგი.